ცხოვრების ფანჯრიდან დანახული იესო
ეს დედამიწის აგონიაა_ ბოლო წლებია გაქრნენ პეპლები... რა უცნაური კაცი ვყოფილვარ, მუდამ ვიწვი და არ ვიფერფლები. ფეხით გათელეს ნერვის გაზონი, მივრბივარ ღამით... და ვერვინ მხედავს. ვგავარ ბერდანის ტყვიას გასროლილს იმ მაინ რიდის „უთავო მხედარს.“ აღარ მიყვარხარ! უგულოდ დავრჩი... თომას მორივით თავს ძირში მჭრიან! ამომივარდა მკერდიდან გულიც დღეს შემოდგომის ფოთლებზე გდია... ჩემი მკითხველიც ისევ ქარია, მფარავს ეჭვების ღრუბელი ავი, ქრისტეს იმედი დაპატარავდა, როგორც ბალზაკის „შაგრენის ტყავი“ მხოლოდ სიზმარში ვხედავთ იესოს, ქრება ტკივილი ხორცს რომ გვაჭრიდა. მაგრამ ვიღვიძებთ და ეს სიზმარიც ტრიალდება და ხტება ფანჯრიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი