სოლომონ I


სად ხარ ახლა, მეფეთ მეფევ,
საქმე დააბოლოვო...
ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლ მჩქეფე,
იმერთ მეფე, სოლომონ!
ქართლში გძებნეს გაჭირვების დროს
და ვეღარ გიხილეს.
შენი ცხენი სისხლიანი,
სველ ღრუბლებში ჭიხვინებს.
შენ გელათის წმინდა მეფეთ 
საძვალეში ისვენებ.
ქართლს კი, მტერი ისევ უტევს,
თვალზე გვიჩანს სისველე.
რა გაძინებს? ქუხს ოსმალო,
სურს, რომ ქართლი გადახრას.
ისევ დროა რუხის ბრძოლის,
„ფიცის კაცნი“ სადა გყავს?..
რომ მტერს რისხვით უყივლო და
საქმე დააბოლოვო.
სად ხარ მეფე, მტერთ სისხლ მჩქეფე,
ლომებრ მყეფე სოლომონ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი