წითელი პლანეტა
წითელ პლანეტაზე დაიარებიან უკვე გარდაცვლილთა სულები, მათი სულნი იქაც ნაიარევია, ჩამონისლულია სრულებით, სულნი მხატვრებისა, სულნი პოეტების, ის ვინც იშვა ზღვათა ქაფიდან, მათი ხორცი დარჩა მიწას, ხოლო სული წითელ პლანეტაზე გაფრინდა. წითელ პლანეტაზე დაიარებიან ცვლიან აზრთა ყვითელ მონეტებს, აქა რემბოს ნახავთ, აქა ბოდლერს ნახავთ, ნახავთ შექსპირსა და გოეთეს. წითელი პლანეტა კი, ელავს უდაბნოსებრ, არ ჩანს გასასვლელი კარები, მხოლოდ დროდადრო კი, აიგრიალებენ კვლავ სიკვდილისფერი ხარები. წითელ პლანეტაზე სულებს დაავიწყდათ, რომ მათ კაცნი ერქვათ უწინამც, მათი გონება რომ ქმნიდა ხელოვნებას, ახლა დავიწყებამ უწია... ხოლო ეს პლანეტა დიდი უდაბნოა დიდრონ კლდეებით და სფინქსებით, ფრთოსან ურჩხულებზე სხედავ ვარსკვლავები, უმზერ და შენც შიშით ივსები. არე გაყინულა, არე შესუდრულა ყველა მომაკვდავი თვისებით... აქ ყრუ ბეთჰოვენი ქარში თმას ივარცხნის, კლდეზე ლოლოები იმსხვრევა, აქ რომ სულნი დიან მათი სხეულები თავად ხელოვნებამ იმსხვერპლა. რიგითი მოკვდავები აქ ვერ მოხვდებიან, სადაც ხელოვანთა სივრცეა, დიან სულები და შენისლულები და წითელ ხომალდივით ირწევა... ღმერთს და ეშმას მიღმა დგას ეს საოცრება, სულ სხვა გალაკტიკის შვილია. აქა დაინახავთ მეფე გალაკტიონს, შუბლში ტყვიანაკრავ ილიას. მხოლოდ მაშინ კრთიან, როცა მათ ქმნილებებს ვინმე შეხეება გულ-სისხლით, რიგით მოკვდავებში მაშინ იღვიძებენ, ფრენას მოყვებიან ჩუმი სვლით... წითელ პლანეტაზე წითელ პირამიდას კარგად დაინახავთ ანთებად, იქა ფარაონის მგავსი ღმერთი ზის და უდგას ამ პლანეტას თავდებად. იქ ვერც კოსმონავტი მივა ხომალდებით, რადგან მოკდავთაგან შორია, მას ვერც მეცნიერის გონი ვერ შესწვდება, ზღვით ვერ აფრინდება თოლია. დროს და სივრცის მიღმდა არის ეს პლანეტა, ელავს უცხო ბრილიანტებად, წუთში მილიარდი მიჰქრის კილომეტრით, მიქრის და არასდროს თავდება ქროლვა გიჟური და ქროლვა მიღმიერი, თელავს შავი ხვრელის სანახებს, ვინმემ წამიყვანეთ მე იმ პლანეტაზე, ლადოს მკრთალი სახე მანახეთ !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი