***
გაიყინა მდინარება აზრთა, უმზერ ძეგლებს და იდუმალ ედგარს, დგას ქუჩაში სინანულის განცდა და წვიმების უნისონში ფეთქვა. იქ ფოთოლი გდია, როგორ გული, არისხებენ ახლა დედო ზარებს, პაგანინის ნაღვლიანი სული ჩაუსახლდათ შემოდგომის ქარებს, შენ კი, ისევ აღარ ეძებ იღბალს, შენი სატრფოც სხვამ წაგგვარა, მგოსან! შენ კი, ისევ შენს ოთახში ზიხარ და არ ელი აღარავის მოსვლას. გაიყინა მდინარება აზრთა, უმზერ ძეგლებს და აბსტრაქტულ ედგარს, დგას ქუჩაში სინანულის განცდა და წვიმების უნისონში ფეთქვაც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი