ბნელეთის დედოფალი
მშვილდებით შეისრული, სიზმრებით შენისლული, ბნელეთის დედოფალო, მიიღე ჩემი სული, ოცნება აგისრულე, ცხოვრება დავასრულე, ვრცელდება თვალებიდან ტალღები სეისმური, ბნელეთის დედოფალო, გადატყდა ვარდის სუნი, ფოთოლი გულწასული, ეს არის ჩემი სული, მოადგა ღამე წიგნებს, ტკივილი ძალას იკრებს და სული რუსთაველის ეცემა ქარლის მინდვრებს... ღრუბელი მორიელის, წვიმისგან ცარიელი, ესაა საქართველო, ქვეყანა ტარიელის, ქვეყანა ხონელისა, ქვეყანა შავთელისა და ცრემლის დამდენისად მსურს ყოფა გავათენო. გული არ გამთელდება, ცხოვრება გათენდება, ამოვა ათენიდან ისევ მზე ნათელი და სიკვდილის ხარზე ზიხარ, ბნელეთის პროზერპინა, ბნელეთის შავი მზისგან სხივები მოგეფინა. სული სად გავაფრინო, ცრემლი სად გავადინო, მსურს ჰადესს შევებრძოლო, ლამაზო პროზერპინა, მე ციხის ნანგრევი ვარ, არ ვიცი, სადაც მივალ, იქ მაინც ვინ დამხვდება, ან საქმე თუ წახდება. მე, ალბათ, სულელი ვარ, ბნელეთის დედოფალო, ვერასდროს ვერ ვცხოვრობდი, უგულოდ უდარდელად. მე მხოლოდ მოკვდავი ვარ, ამ შავი მიწის შვილი, არასდროს მიბრძოლია: ტროასთვის, ათენისთვის... მიშველე გევედრები, ბნელეთის დედოფალო, უბრალო მოკვდავი ვარ, ვსუქდები მატლებისთვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი