სიკვდილის ხარი


მე ვარ ჯოჯოხეთის მონა, 
მე ვარ ჯოჯოხეთის ცეცხლი, 
სული გადამწვარი ბოლავს, 
პირში მიჩხრიალებს ვერცხლი, 
მივალ ზაფხულებით, ტყემლით, 
ვხოცავ შავი ღამის კლონებს, 
სულმთლად გადავრეცხე ცრემლით, 
მთელი დედამიწის სკორე.
მე ვარ თებერვალი ხეში, 
გული მეხის დარტყმებს უძლებს, 
მკვდარი ანგელოზის ფრთებში, 
ვმალავ ლექსებიან ფურცლებს, 
სადღაც სასაფლაო მიხმობს, 
მესმის შავი ხარის ჩქამი, 
წყეულ, მართლა წყეულ იყოს, 
ჩემი დაბადების წამი! 
ვუცდი სიკვდილების გრიგალს, 
ღმერთის არასოდეს მწამდა, 
ქვეყნად არაფერი მიყვარს, 
ჩემი სიმარტოვის გარდა,
შავი კოშმარებით დაღლილს, 
მწეწავს ქვიშიანი ქარი, 
ხვალე დამენგრევა სახლი, 
სხვასთან გამექცევა ქალიც, 
წყალი, სამოთხიდან წყალი, 
სულში ჩამოუშვით ვინმემ, 
მზისგან გავაკეთებ ყალიბს, 
მთაში ვაჯირითებ ირმებს...
მე მაქვს წარმართების ჯიში, 
ვუსმენ უიმედო დგანდგარს, 
კაცთა ისტორიის წიგნში, 
დღემდე ჩავეწერე რადგან. 
სფინქსმაც მკერდში იგრძნო ძგერა, 
მერე გაზაფხულმა_ დაბა. 
თერძი ვარ და შენთვის ვკერავ, 
მზიან აპრილისგან კაბას. 
მაინც სიკვდილის ხარს ვუმზერ, 
შავი ხარის კუდი ტოკავს, 
მე ვარ სასაფლაო თვითონ, 
გულიც საფლავის ქვას მოჰგავს,
მე ვარ ჯოჯოხეთის ცეცხლი, 
მე ვარ ჯოჯოხეთის მონა, 
პირში მიჩხრიალებს ვერცხლი, 
სული ცეცხლმდინარე ბოლავს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი