***


ზის შენში სული, სიგარეტივით ეწევა სხეულს,
 სხეულის ფერფლი დაეყარა ლექსების რვეულს, 
დემონის ფრთებით მოფრინდება ღამე და მზარავს, 
შხამში ჩავაწობ მოგონების, სულსა და კალამას. 
სად გაქრა ნეტავ ამ მკლავებში დავითის ძალა,
 იქნებ, არავარ ცოცხალი და საფლავი მფარავს, 
იქნებ, მოვგავარ სულ მარტო მდგარს საფლავზე საყდარს, 
შემოდგომისფერ ჩემს თავს ვუმზერ ნაცრემლს და გამხდარს. 
მე ვეღარ ვფრინავ, რატომ? რადგან ოცნებას მოვრჩი 
და ქართულ ფასკუნჯს ვეღარ ვკვებავ საკუთარ ხორცით, 
ვზივარ და ვფიქრობ, ეს ღრუბლები ფიქრებს მოთოვენ, 
მე მინდა ვიყო შემოდგომის ერთი ფოთოლი, 
მე მაკრთობს ღამე, აჩრდილების ჩუმი ჩურჩული, 
მომეცი მოსე, მაგ კიდობნის ერთი კუნჭული,
 მოვიკუნტები იმ კუნჭულში გარეთ არ გავალ,
 გარეთ კვლავ დიდი წვიმა მოდის, გარეთ წარღვნაა, 
მომეცი მოსე ის კუნჭული, რაღას მიწუნებ, 
იქ დავისვენებ, 
შენ კი, მაღლა ღვთისკენ იცურე !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი