მარტოობაა ჩემი


როცა მარტოკა ვრჩები, 
მარტოობაა ჩემი, 
შევდივარ გაშლილ ზღვაში, 
მთვარის ვერცხლისფერ გემით, 
ესაა ჩემი ბოლო, 
მოგზაურობა ზღვებზე, 
ჩემი ოცნება ცხოვრობს 
ციცინათელას ფრთებზე, 
გადაუღლივარ ჭიდილს 
და აღარა ვარ გონში, 
მთელი ცხოვრება მიდის 
ბედისწერასთან ომში, 
როცა მარტოკა ვრჩები, 
მარტოობაა ჩემი, 
ბნელი შუკები ჩანან 
და გზები შედის ვიწრო, 
მე ყველა ქალზე ერთგულს 
ჩემს მარტოობას ვიცნობ, 
მითხარი საით წავალ ,
ვივლი ეკლით, თუ იით, 
ჩემს შუბლზე წითელ ყვავილს 
ვინ დამახატავს ტყვიით, 
გადავეჩვიე დრამებს, 
გადავეჩვიე ვნებას 
და ჩემს თვალებში ღამე, 
ბროწეულივით სკდება, 
ვწვები მიწაზე, მიწა 
ყაყაჩოს გულში მახლის , 
ვგავარ საოცრად მიმქრალს ,
ვგავარ საოცრად დაღლილს, 
ვგავარ საოცრად დაღლილს... 
როცა მარტოკა ვრჩები, 
მარტოობაა ჩემი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი