მე რომ მოვკვდები


ძალა აღარ მაქვს წარმოვთქვა ლოცვა, 
არ მყოფნის: სუნთქვა, რწმენა და ნდობა...
 მაგრამ მე ვფიქრობ იმ დროზე, როცა 
შენ ჩემს საფლავთან მოგიწევს დგომა. 
იმ სამყაროში გაჭრილ კარებად 
მოგეჩვენები საკუთარ ნებით 
და თეთრი თოვლით დაიფარება, 
ჩემი საფლავი და შენი თმები, 
შენი ცრემლები და სუსტი მხრები
 გადმოემხობა საფლავის ქვაზე 
და ყველაფერი: 
ღამეც და მთებიც, 
იტირებს მხოლოდ ცრემლების ხმაზე, 
ახლა მტრედივით სხვასთან გოგდები, 
მიწიდან ჩემი სისხლი იდინებს... 
ოჰ, რა კარგია მე რომ მოვკვდები, 
მე თმებგაშლილი ქალი მიტირებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი