მოგონება


მთვარე წამწამზე მადნება, 
მძიმე ფიქრები მღლიან, 
ან ყველაფერი ადრეა, 
ან ყველაფერი გვიან, 
მიჭირს ყველაფრის კადრება, 
შორსაც ღრუბლები დიან, 
ან ყველაფერი ადრეა, 
ან ყველაფერი გვიან, 
წვიმა ჩამომდის ჩადრებად, 
დღეს აღარ ველი მზიანს, 
ან ყველაფერი ადრეა, 
ან ყველაფერი გვიან, 
ქუჩა შრიალებს ჭადრებად, 
ქუჩები ფოთლებს ცრიან, 
სულ გენატრება რაღაცა, 
ვერ იტან აწმყოს ტიალს, 
გზა რძისფერ ნისლში ჩაძვრება, 
იჭერ შორეულ ციალს,
სულ ყველაფერი ადრეა, 
სულ ყველაფერი გვიან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი