ბუნებამ..


ბუნებამ შეგაჯანჯღარა 
და გადაგაგდო სევდაში 
და გამოაღე ფანჯარა 
ასეთ ქარში და ელდაში, 
ღამე მოვიდა კვლავ შენთან, 
კვლავ გულის მიერ ძებნილი, 
მიცვალებულის თვალთაგან 
გადმონადენი ცრემლივით, 
აფეთქდებიან კვირტები: 
ტყემლებად, 
ბროწეულებად, 
გინდა ბებიის ალერსი, 
გინდა სოფელის ყურება, 
მოგონებები ტერფებით  
პირდაპირ გულზე გაჭერდა, 
ტრაური ცისფერ თვალებზე, 
ცისფერ სცენაზე აცეკვდა, 
აცეკვდა ისე აცეკვდა; 
მარდად, 
სწრაფად 
და მ-წყაზარად 
და ღამეებში სიჩუმის 
ხმაურმა შეგაზანზარა. 
ვიღაცა გენატრებოდა, 
ნატვრას აღარა ფარავდი, 
თუმც ყველა ნერვი გიგრძნობდა 
დაკარგულ იყო მარადის ..
და გამოაღე ფანჯარა 
ასეთ დარდში და ელდაში, 
ბუნებამ შეგაჯანჯღარა 
და გადაგაგდო სევდაში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი