უძეგლო პოეტებს


თვალებში ჩაგიწერთ მელნისფერ ტკივილებს,
დაეცნენ წვიმები ჭადრიან მოედნებს,
მოვკვდებით... 
ჩვენს სახელს არავინ ახსენებს,
მე და შენ ვეკუთვნით უძეგლო პოეტებს.
არ მინდა გახელა... ვწევარ და ძარღვებში
კვლავ სისხლი დაცოცავს_ წითელი ობობა,
წერილმა აუნთო ეკრანი ტელეფონს,
ეს, ალბათ, შენა ხარ და მე მწერ:
,,როგორ ხარ?"
როგორ ვარ?.. ამაღამ კვლავ სიკვდილს ვაპირებ,
მომწყინდა ღმერთიც და დემონთა მუქარაც,
ამაღამ, თითქოს ვარ ქალაქი პომპეი,
დამწვას და დამმარხოს ტკივილის ვულკანმა.
არა ვარ ლადო და არც მირზა არა ვარ,
ვერასდროს მივწვდები ტერფამდე გოეთეს.
სალამი, ვის ლექსსაც დაფარავს ბალახი,
ეს ჩემი სალამი უძეგლო პოეტებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი