ხმაურმა ყელთან
ხმაურმა ყელთან ,თითქოს, ძილი გადამისერა და წამოვიდა წითელ სისხლად მთელი სიცხადე... მე შენ ყოველთვის მეხსომები, მაგრამ ისე რა, თუგინდ ამისთვის სიკვდილამდე მწარედ მკიცხავდე.... არ მეშინია მე იმ ღამის, რომ არ თენდება, მე მხოლოდ ამ დღის მეშინია, რომ არ დაღამდეს და ვერ შევიგრძნო ქარიშხალი ზღვათა ბელტებად, რომ სიმარტოვეს ვეღარ შევხვდე- ამ ჩემს სახატეს. შენ გზაზე შემხვდი, ასე მოხდა, რომ შემხვდი ბედად, შენ ისე შორს ხარ ,აღარ მესმის ,თუ ვისთვის უბნობ, სადღაც ჩემს შიგნით გაბნეული მრავალი "მე"-დან, შენ აირჩიე მარტოსული ყველაზე უფრო, შეიყვარე და გაიმეტე დასავიწყებლად, სხვასთან სხვა რამეს გიგალობენ ოქროს ჩიტები, მაგრამ შენს იქით მთავრდებიან ორქიდეები, ყვავილებითაც უკვე ვეღარ მოიჩითები. ხმაურმა ყელთან ,თითქოს, ძილი გადამისერა და წამოვიდა წითელ სისხლად მთელი სიცხადე... მე შენ ყოველთვის მეხსომები, მაგრამ ისე რა, თუგინდ ამისთვის სიკვდილამდე მწარედ მკიცხავდე....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი