ზამთრის პეპელა


შენა ხარ ქალი პეპელას ფრთებით, 
მე მეკვრი მხრებით, 
მე მეკვრი თმებით. 
სხვა პეპლის მსგავსად არა სცნობ ზაფხულს,
 ზამთარი გიყვარს ყინულის ახლოს 
გიყვარს ფრენა და 
დაფრინავ ნებით, 
შენა ხარ ქალი პეპელას ფრთებით. 
მე არ მიგრძვნიხარ არასდროს ასე, 
არ შემხვედრიხარ შირაქის გზაზე, 
ვიცი, 
შენ ცივ გზებს ვერვინ აგირევს, 
შენ სიცივეში დღედაღამ გძინავს,
 გამოქცევიხარ მზეს და ყვავილებს და ჩემს ზამთარში გაქვს ახლა ბინა 
და მეკვრი მხრებით 
და მეკვრი თმებით, 
შენა ხარ ქალი, პეპელას ფრთებით. 
მე თვით შეგქმენი, შენი პროფილი 
ჩემი ოცნების ფრთებზე გამოვჭერ, 
ერთი თხოვნა მაქვს, მე რომ მოვკვდები, 
მსურს ჩემს საფლავთან 
ნაძვზე ჩამოჯდე. 
მეკვრი მაგ მხრებით, 
მეკვრი მაგ თმებით.... 
შენა ხარ ქალი პეპელას ფრთებით....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი