ღმერთო
შენ ვერასოდეს ვერ შემამაჩნიე და არ იცოდი არასდროს,ღმერთო, თუ ჩემი სახით შენს წინ რამხელა, რა მობრიალე ხანძარი ენთო. მე გეძახოდი ათას ცის იქით, ჩამქრალ ელვათა,ვდიე, აჩრდილებს, რომ დავაშენე ცრემლის ტაძარი შენს ცისფერ მხარზე,ვერ შეამჩნიე. სულის მთებიდან ცრემლმდინარეში ვეგდე დამხრჩვალი, თავი მოგანდე,. გულზე მელაგა თეთრი ღრუბლები და დუმფარები თვალს მილოკავდნენ. ამბობენ ქვეყნად ხედავ ყველაფერს, ვერ დაინახე თუმცა ერთხელაც, როგორ ვიდექი მატადორივით, სიკვდილის ხარი როგორ მეძგერა... და ბრბომაც როგორ დაიღრიალა და ნისლმა როგორ შემსვა პეშვებით, როგორ გამეხსნა სულის იარა და წამოვიდა წარღვნად ლექსები. მე ამ სტრიქონებს საფლავში ვწერდი, მკლავს ამოსვლოდა ვენა იებად, თუ ღმერთისთვისაც არსებობს ღმერთი, უნდა იელვოს შურისძიებამ. ეს ღამე სწრაფი ქარის ფრთით არის, გაიშრიალებს შორს იქ, ბოდბეზე... ცხრა ჯოჯოხეთის ერთად მზიდავი გული,ეცემა ყვითელ ფოთლებზე. კალმისტარი და ფიქრების შიში, გასიებული გულში ნაღველი, მე უსახელო საფლავად ვიშვი, ვერ მივაწერე ჩემი სახელი. ნეტავ თავისი ყველას მიეგოს და სამართალმა შეჭამოს პური, აჰ, მომეფერეთ, ლურჯო იებო, აჰ, დამიმშვიდეთ მღელვარე სული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი