სიმარტოვის ბედუინი
სიმარტოვეზე ცუდი ლექსი არ იწერება, აი, ეს არის უბედური ყოფის მიზეზი. ჩემი ლექსები ცაზე სხედან, როგორც მტრედები და სიმარტოვის უდაბნოში ოაზისები რომ ჩანს, მე ახლა იმ უდაბნოს ბედუინი ვარ. მე მარტო ვცხოვრობ და არასდროს არ მყავს არავინ. პირუტყვის ნაცვლად ლექსებს ვმწყემსავ დიდი ხანია, თხის მატყლისაგან მოქსოვილი დამაქვს კარავი. ბედნიერებას ხელი ვკარი... ვიღაც მაფიცებს, რომ წვიმით სავსე შევიყვარო ღრუბლის კასრები და მეწამული ზღვის კი არა, განცდის ნაპირზე ახალი მექა დავაარსო და იასრიბი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი