უსათაურო


ელვა დავახატე. გაშავდა მოლბერტი.
სამყაროს ჯადოქარს და თითქოს ფიზიკოსს
მეგონა, გადმომცეს პრემია ჰუმბოლდტის,
ვუსმენდი პლანეტის ცურვათა მუსიკას.
როგორც ლიმონი ანდა გრეიფრუტი,
წვიმა წამოვიდა ტანზე დამეცა და
თითქოს, მთელი ზეცა სულიდან შევისრუტე,
მიკვირდა... 
მსგავსი რამ არასდროს განმეცადა...
მდინარის ნაპირზე, ვით ალბერტ ჰიჩკოკი,
ვეძებდი შთაგონებას, 
შორს ჩანდა ბარისახო
და თითქოს, სიმშვიდე სული წმინდის მადლით,
იმ წამსვე დედამიწას სხეულში ჩაესახა.
გულაღმა ვიწექი და ტკივილი მიხაროდა,
რატომ და არ ვიცი! 
მეძახდნენ ობლები...
მე, როგორც პოეტი, ზეცისთვის გზა ვიყავი
ცა ჩემზე დადიოდა ვარსკვლავთა ბორბლებით.
აქ ჩემი სახელი, არც ცოლმა იცოდა,
არც  შვილმა... 
ხალხშიაც ვჩნდებოდი ნიღაბით
და მხოლოდ
კვლავ მხოლოდ, სამყარომ იცოდა;
როგორი დიდი და მაღალი ვიყავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი