ზუსტად ისეთი სიკვდილი მინდა


მე ხომ ათასჯერ გული დავრაზე, 
გული რომელიც გამაჩნდა წმინდა.
 ტიციანი რომ მოჰკლეს არაგვზე,
 ზუსტად ისეთი სიკვდილი მინდა,
 მომკლავს ყაჩაღი, არაგვსაც დალევს,
 გამოიჩეკნენ ფიქრის ჭუპრები, 
სულის ნაოჭში ვინახავ მთვარეს, 
ღამე მხოლოდ მას ვესაუბრები, 
ნიავი მოვა, როგორც პეპელა,
 ჩამომიჯდება მუხლის თავებზე 
და ყველა ბასრი სულში ჩამერჭო ,
რაც ყაჩაღებმა დანა გალესეს. 
მე ჩემს ბავშვობას მუდამ მივტირი,
 მიყვარს ბუნება, მწვანე უზადო 
და შენი ბედი თუა სიკვდილი 
უნდა დანებდე და ბედს უცადო. 
აივსო დარდით გულის ბეღელი, 
რა მზეა მაღლა, ოქროს რა განძი... 
ამ ქვეყანაში ყველა მზე მღერის,
 ყველა ხე არის ჩემი ძმაკაცი. 
თუმცა ათასჯერ გული დავრაზე, 
გული რომელიც გამაჩნდა წმინდა.
 ტიციანი რომ მოჰკლეს არაგვზე,
 ზუსტად ისეთი სიკვდილი მინდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი