***


არ გინატრია არც ევროპა და არც აზია, 
იქ არა გრძნობდი გაურკვეველ რაღაც მოლოდინს, 
გეჩვენებოდა დაბადება დიდ ფანტაზიად,
 მარადისობის სიღრმეებში როცა ცხოვრობდი.
 დაუსრულებელ დიდ პლანეტებს სივრცე მოყავდათ, 
იქ ვერ ხედავდი დიდ ფანჯრებში ფარდებს გამოჩრილს,  
ეს როგორ მოხდა ,ეს ზვირთები როგორ მოხვავდა 
და ამ ტალახის მკვლელ ჭაობში როგორ აღმოჩდი... 
უცებ შემოგხვდა შეზღუდული გზების სიგრძენი,
 თვით შენ, რომელიც შენს თავს გრძნობდი ერთ დროს თავადად 
და ღრუბლებიდან გადმოღვრილი წვიმა იგრძენი 
და სახლებიდან შავი ბოლი მაღლა ავარდა.
 მას მერე აქ ხარ და არ იცი ,როდის მორჩები,
 არარაობის თეთრ ნისლებში 
ფარფატს, 
ხეტიალს...
მოჩანს ბეტონის აღმართული დიდი ჩონჩხები,
 ეს ყველაფერი არაფერზე ოდნავ მეტია.
არც პეპელა გსურს, 
არც სოფელი 
და არც ალუჩა, 
დამშრალ წყალს გავხარ ამ ცხოვრების ნაბზარ ჭიქაში...
იტყვი მადლობას და თვალებსაც მაგრად დახუჭავ, 
უსასრულობას თუ ფოთლებად ვინმე მიგაშლის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი