ასე მგონია


ასე მგონია, ამ ღამით მე ვარ, 
იასამანზე წასმული სისხლი, 
მომწყინდა ქარში ტოტივით რხევა, 
აღარ დავეძებ მზესა და მზის სხივს. 
ანთებული ვარ სიბნელის ცეცხლით, 
ვიწვი, ვიწვი და ვეღარ დავიწვი. 
მე გავიხადე ტანზე ოცნება 
და უიმედო სივრცე ჩავიცვი. 
ბრძენს ბევრი რამე ამ ქვეყნად უთქვამს, 
მე არაფერი გამიგონია, 
ყოველ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას 
დასდევს სიმწარის ეიფორია. 
ყველა გზას ძაფის გორგლად დავახვევ, 
აღარ მსურს ქვეყნად რამეს შევება... 
იასამანის ბუჩქთან დამმარხე, 
რომ ზედ იარონ ჩემზე მზეებმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი