ტოქსიკური პოეზია
მთვარე ჩემკენაა მზერით მოზიდული, მიმზერს უიმედო სივრცე დაჟინებით. ზოგჯერ პოეზია არის ტოქსიკური, ზოგჯერ უსისხლობა არის საშინელი. ჩემი ფიქრებია უკვე დაღეჭილი, სულში სიბნელეა ჯერაც არნახული, თვალი წყლიანია, ფილტვი - გაგლეჯილი, გული მიწაშია უკვე ჩამარხული. თვალებს შეეჩვია ძილში დაფეთება, ღამე დაიღალა ქართან ჭიდილისგან, მიჭირს აალება, მიჭირს აფეთქება, მიჭირს გაცოცხლება ჩემი სიკვდილისგან. დაე, ცხოვრებისგან ბევრჯერ გავილახო, დარდი ფურცელივით მინდა მოვიხიო. მსურს შენს ჩაბნელებულ თმებში ჩავიმარხო, შენი სურნელება ტანზე მოვიხვიო. ვეღარ ვისაუბრებ მე ჩემს მოკეთესთან, ყელთან არტერია დანით გადავჭერი. თითქოს, რემბოსავით ფეხი მომკვეთეს და დავრჩი უსისხლო და თანაც ყავარჯენით. მიტევს კოსმოსიდან შუქი ქაოსური, მთვარე ჩემკენა მყავს მზერით მოზიდული. მე ვარ მონაზონი ლოცვით დაოსილი, ჩემთვის პოეზიაც არის ტოქსიკური.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ძალიან კარგი ლექსია, გალაკტიონის გავლენა იგრძნობა (პოზიტიურ ჭრილში)