უსულოდ


ეს შიში ზვავივით მოვარდება, 
მითანხმებს საშინელ პირობაზე 
და ქარის მიცურავს ხომალდებით 
ყვავილის დაღლილი სილამაზე. 
ხანჯლებით გამფატრეს ირემივით, 
ცრემლი კი, თვალს მიწვავს დაჟინებით.
 მერჭობა ბამბუკის ჩხირებივით, 
ეჭვები, ეჭვები საშინელი. 
გადამჭრეს, 
დამსერეს უდანოთაც, 
ყოველი გრძნობაა კანიბალი. 
ქვიშისგან მოვქსოვე უდაბნო და 
თეთრ ტანზე ძილივით წავიფარე 
და როცა თვალები მოიწყენენ, 
წვიმები ამ სველი ტუჩებითაც 
მკოცნიან და ჩემკენ მოიწევენ, 
არ უყვართ ამ წვიმებს უჩემობა. 
თვალები სივრცეში ნაღვარია, 
შენ ჩემთან ბედმა არ გამოგიშვა 
და დავრჩი უსულო რა ხანია, 
რაც სული ტბასავით ამომიშრა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი