ტკივილის გარეშე
პატარა პრინცი მე ვარ , ანტუან, მზე ვეღარ აღწევს ჩემთან კელიით. დღესაც მარტო ვარ, ისევ მარტო ვარ, საკუთარ სხეულს ვყლაპავ გველივით. ვერ შევიგრძენი ყოფის მშვენება, გატეხილია გული ნალივით და მენატრება ბედნიერება, ჩემი ბავშვობის მეგობარივით. ხარ დამხრჩვალი და წყალზე ირწევი, ხარ დარჩენილი სიმწარის ღვენთად, მალე მკვდარ თოვლად გადაიქცევი, ჭუჭყიან მიწას შერჩები თეთრად. გაზაფხულია, მაგრამ შენ ვერ გრძნობ, რომ დრო დამდგარა ხვნისა და თესვის. შენ ხარ ურჩხული, რომელიც მარტო საკუთარ სხეულს იჭამს და კვნესის. ხშირად საკუთარ თავზე ქილიკობ, იცლება ლუდის ეს ბოლო კათხაც, დღეს ბოლო ხმაზე თუ კი, ყვირიხარ, ალბათ, სინაზე დაგაკლეს სადღაც. გაგიკვირდება, ჯერ არ მოვმკვდარვარ, ჯერ ვცოცხლობ, თითქოს, ვიღაცა მიცავს. უბრალოდ, მინდა ვიყო ფოთოლი, ასე ლამაზად დავაკვდე მიწას... მიტაცებს ცაში ნავარდი ქორთა და თითქოს, ხატი გამიწყრა ანჩის, ადრე ტკივილი მაინცა მქონდა, ახლა ტკივილის გარეშეც დავრჩი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი