შენი სიზმრებიდან ამ ჩემს კოშმარამდე


შენი სიზმრებიდან ამ ჩემს კოშმარამდე, 
ფიქრი გაწელილი სისხლად მედინება.
 სანამ კიდე ერთი დილა მომშხამავდეს, 
უკვე აღარც ვიცი, რაზე მეტირება. 
ალბათ, ჩემი გული კვამლით გამჭვარტლული, 
ახლა რომ გავყიდო გროში ეღირება. 
ვზივარ გარინდული,
 ცრემლი შევიმშრალე,
 აღარც მეტირება, 
აღარც მეღიმება. 
ახლა ტერნერივით ვეღარც სინათლესაც უკვე ვეღარ ვხატავ. 
ხეებს ვუყურებდი... 
შავი ობობა ვარ და ვქსოვ სიმარტოვეს, 
ჩემი სახელია , ალბათ, უკუნეთი. 
ჭიქა ცარელაა. ღვინოც არ მისხია... 
დედის რძე არ მასვეს, ცხვირწინ დამიღვარეს...
  თითქოს, იატაკზე სული დამიმსხვრიეს ,
მერე ნაწილნაწილ ხორცში ჩამიყარეს. 
სანამ იასამანს სისხლზე დავიმყნობდე, 
ჩემი მოლანდების მაღალ მაგალითზე, 
მიდი და ტოტივით ზეცა დამიწოდე, 
ვჭამო ღრუბელი და წვიმად გადავიქცე.
 ბავშვის საფლავებზე მინდა ვიქვითინო, 
კვდება მოგონება შავი დღეებივით. 
ყრიან ბეღურები ყინვით გათოშილნი, 
ყელში გადამტყდარი ცრემლის ტყეებივით.
 გულზე უკუნეთის ცეცხლი მიკიდია, 
არის მკვდარ ფოთლების სულში შედინება, 
თვალი ფრთაგაშლილი შავი ყორანია,  
მისი შავი ფრთიდან სული მეტირება. 
ვიღაც თოვლის კუბოს ტანზე იზომებდა,  
ისევ სულელური თეთრი ფიფქებია. 
გულის პლანეტაზე მოკვდა სიცოცხლე და
 მხოლოდ ვულკანები რისხვით იფრქვევიან.
 გაჩნდა ხმელ ფოთლების სულში შედინება, 
უკვე აღარც ვიცი, 
რაზე მეფიქრება, 
უკვე აღარც ვიცი ,
რაზე მეტირება. 
მხოლოდ ხელჩაქნევა ,მხოლოდ წერტილია, 
ჩემი საშინელი გადაწყვეტილება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი