ნატვრა
შენ მოხვალ და სიმარტოვე წავა, შენ წახვალ და სიმარტოვე მოვა, დარდიანი მოვიხარშავ ყავას, დავჯდები და ამ სარკმლიდან თოვას გავუშტერებ ტკივილიან მზერას, ჩემი სისხლი მთლად ამ ფიქრებს მიაქვს, მოვინატრებ ბავშვობას და თელავს, ჩემი სახლის წინ რომ იდგა -ქლიავს. მოვინატრებ სოფელსა და ბებოს, ცეცხლისფერი ფრთებით მავალ მამალს, მოვინატრებ სიხარულის გემოს, მოვინატრებ სკოლასა და მამას. მე ვარ მთვრალი სინამდვილის ლანდი, ჩემი სულის ქალაქებში ბნელა და თვალიდან ნიაგარა დამდის, იძვრის ფიქრის საქანელა ნელა, დარდიანი მოვიხარშავ ყავას, ვწვავ: თამბაქოს, ცივ ამინდს და თოვას... შენ მოხვალ და სიმარტოვე წავა, შენ წახვალ და სიმარტოვე მოვა,
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი