ს ა რ კ ე
ამ სარკეში ჩემს თავს ვკითხე ვუყურებდი დიდხანს, სიხარული რა არის- თქო, არ ვიციო მითხრა. მზე-ღიმილიც თუ გახსოვს-თქო , არ მახსოვსო მითხრა, ამ სარკეში ჩემს თავს ვკითხე, რომ ვუყურე დიდხანს. მერე იყო, რომ სარკეში ვაწყნარებდი ჩემს თავს, ვერ შევძელი, სალოცავად მივაშურე მცხეთას. იქ ელიოზ მცხეთელს შევხვდი ქრისტეს კვართით ხელში , მერე რაღაც სურვილები ამიდუღდა გენში, მართლა მინდა, ბედისწერის კედლები რომ ვლეწო , მართლა მინდა ,ჩემი თავის პატიება შევძლო. ზუსტად ვიცი ,ასე მძიმეს ვერ ვატარებ უღელს, მაგრამ ამ სულს ნაჭრილობებს უკვე ვეღარ ვუხვევ, დღეს რომ მკითხო ვეღარც გეტყვი, რადგან აღარ ვიცი , იასამანს რა კოშმარი დაესიზმრა წუხელ. მარტო ვდგავარ ოთხი არა- ათასი გზა მიდის , გზა დარდის და ტკივილების, გზა ფიქრის და ბინდის. აღარ მინდა იით ტკბობა ,არც შრიალი შინდის. მარტო ვდგავარ ოთხი არა -ათასი გზა მიდის, მე ვერ ვუვლი ჩემს პრობლემებს, ჩემს ხეხილს და ბაღჩას, თავფარავნელ ჭაბუკს ვგავარ წყლით გაგუდულს, დამხრჩვალს. ჩემი სულის ხვეულებში მოსეირნე მთვარე , კვლავ მომაწვდის კალმისტარს და გამიშტერებს თვალებს. აღარ ვიცი, რაზე ვწერო რა მომიღებს ბოლოს , ღამე შევისისხლხორცე და მეც ღამეში ვცხოვრობ. ჩემი თავის ქალით ეშმა ,ალბათ, ღვინოს დალევს , ყველაფერი სულერთია, სულეთია მალე. ბედი, ბედი კუნაპეტი , უკუნეთში მოდის და სიცოცხლის ვერ შრიალებს მარადმწვანე ტოტი. სულში მდგმურად ჩამისახლდა მოცახცახე შიში, ალბათ ,მაინც რაღაცისთვის, ვიღაცისთვის ვიშვი. ქარი მოდის უდაბნოდან -პლანეტების ოხვრა და თელავის ბებერ ჭადარს სტკივა წელში მოხრა. ჩემი თავი დამეკარგა ამ ბოღმიან ხალხში , ვეღარ ჰგუობს ,ვეღარ იგნებს ,ვერ ბრუნდება სახლში. ამ სარკეში ჩემს თავს ვკითხე ვუყურებდი დიდხანს , სიხარული რა არის-თქო , არ ვიციო მითხრა. იქნებ, ვინმე მისანს ვუხმო, მივაკითხო მკითხავს, რა მოგსვლია უბედურო, ვიცი, ისიც მკითხავს. ვერ ვისწავლე იით ტკბობა, ვერც იმედი მანთებს, ჯოჯოხეთში წამიყვანე, ღვთაებრივო დანტე, ჩემი თავი ვირგილიუსს ჩააბარე ხელში, შენ სამოთხის გზებით წადი, მე დამტოვე ბნელში. მე ტაბიძის ბასრი ლექსით გავიღადრე ყელი, და ყელიდან სისხლი მოსჩქეფს ბალახებზე ცხელი. ყველაფერი დაგვიანდა ,განიავდა უკვე, ჩემი მღვდელიც სხვას უკითხავს ლოცვებსა და უკმევს. ვიღაც დადის და ამ მერცხლებს ლამაზ ბუდეს უნგრევს, ეს სამყარო მგლად იქცა და ჩემს ცხოვრებას უღრენს. მკვდარ ბეღურას დავატარებ რა ხანია უბით, მესიზმრება: ნგრევა, ლეწვა და ღმერთების ჩხუბი. ვიღაც ქალას სიფრიფანას ჩემი ნახვა უნდა, მე კი, ბედი ავირიე და გზაც გამიბრუდდა, როცა რისხვა მეუფლება გულს ვულეწავ ტოტებს, მინდა ვიყო, ჯიხვი ვიყო, კლდიდან კლდეზე ვხტოდე. იმედებიც ნუღარ მოვლენ გვიანია, გვიან , ჩემი ძვლები ხორცსაშიგან ოხრავენ და თრთიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი