***
დაბინდდა და გალობა წამოიწყეს შაშვებმა, სოფელში ვარ, ზეციდან მთვარე მეკაშკაშება. ხმელ ფოთლების მდინარე შავფერ მიწას აშრება, საათებმა ზეცაზე ჩაიფრინეს რაშებად, ნეტავ შენი ფიქრები ამ საღამოს რას შვრება, შენი თმების გრიგალი მსურს და გრძნობის აშვება. დაწყევლილი გავჩნდი და მინდა ტანჯვა დამერთოს, შენ მოგიძღვნი ამ სტრიქონს, როგორც სულის კამერტონს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი