ქარებით
გავსებული გაქვს სული ქარებით, უდაბნოს მიღმაც გახვალ როდესმე.. შენ ხარ მდინარე და აჩქარებით მიედინები დროთა ლოდებზე. შენ ხარ ყვავილი და ღამეებით დამტვერილია შენი ფოთლები და ალესილი ფიქრის ტყეებით დიად ტკივილებს იტან მოთმენით. და გამჭვირვალე ნესტოებიდან იასამნების სინაზეს სუნთქავ. ალბათ, შენს ფიქრში წარსული მოჰგავს ნესტრის გარეშე დარჩენილ ფუტკარს. მსურს მეგობრობა უთუოდ იწა- მო და მოთეთრო მთვარედ გაივსე... სულ გენატრება ქართული მიწა და ჩაფიქრება მამადავითზე. ქარიშხალივით შეწყდა სიტყვები, ისინი ბაგეს აღარ აპობენ, შენი ტუჩები ჩუმად არიან, შენი ცრემლები ლაპარაკობენ ზოგჯერ ჩუმი ხარ ,უტყვი სრულიად, სხეულში სულისძვრებს თუ შეები და შენი მხრებიც დაფარულია, დუმფარებით და მდინარეებით. ზოგჯერ გგონია, ზეცაც ბნელდება. არ შეგეშინდეს, ფიქრს ნუ აირევ! ეს შავი ღამეც დაგათენდება, დილით კი ,ისევ გაიყვავილებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი