მოწყენილობა
გადაიჭირხლა ყინვისგან გზები, არც გზაზე აღარ დადის არავინ, მოსაღამოვდა. მარტო ვარ. ვკვდები. ფარ-ხმალიც დავდე- საწერ -კალამიც და აირივნენ სისხლში ქარები, მარტო ვარ. ვკვდები. ტანზეც შემცივდა. მიწიდან მიდის ზეცისკენ ოხვრა, არარაობა მოდის ზეციდან. ფანჯრიდან ვუმზერ ჩიტების ბუდეს, აღარ მაქვს უკვე ქალის ხალისიც. ვერ დავანგრიე კედლების ზღუდე, თვალებში მიდგას აპოკალიფსი. დევს მაგიდაზე რაღაც წამლები, ფიქრი ყუჩდება და აღარ ბოდავს. სულიდან ყვავის იასამნები და სევდიანად ანათებს ოთახს. ძალა აღარ მაქვს სანერვიულოდ, ვეღარ ვადუღებ ფიქრების მაჭარს, და ვიტან ყველა საშინელებას, როგორც ხევსურის მოქნეულ ხანჯალს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი