დაკარგული ნაპირი
გალაკტიონის ლურჯი ფრთა მზარავს, გადავყრი მტკვარში აგურის დამებს. ზამთრის უგრძელეს ღამეებს არა, რა გაათენებს სიცოცხლის ღამეს. სხივი თაროზე კოცნის მოლიერს, ქარია გარეთ მთისა, თუ დაბის. ვგავარ სონატას მელანქოლიურს და ოკეანის დაკარგულ ნაპირს. ბედის მწერალი ცინიკოსია, რადგან აგრძელებს ჩვეულ ნარატივს. ზეცის კიბის ქვეშ ფიროსმანივით, მოკვდა პოეტი, ანუ ტალანტი. ადამიანი თიხისგან შექმნეს, ანუ ტალახის მდარე მასალით. პლანეტებზე და მაღალ კოსმოსში, ყველგან შრიალებს დარდი ზღვასავით. დილამ ჩაყლაპა დარდი ასე ვთქვათ, ფსიქოტროპული საძილე აბი, ბედნიერება მოჰგავს მირაჟებს და ოკეანის გადაშლილ ბაპირს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი