შემოდგომა და შენ


შემოდგომაა... ფოთლების გროვა...
ჩემში სიცივე დგას ხელუხლები...
შენ ამბობ: „ხვალე სულ სხვა დღე მოვა“
მე- მიცახცახებს შიშით მუხლები.
საყვარლად გიჩანს მკლავზე ხალები,
სამყარო არის ჩემთვის უხეში,
შენ ამბობ: „ სულ სხვა ქალს ეყვარები“
მე კი ეს „სულ სხვა „ მცელავს მუხლებში.
გირეკავს ვიღაც და იღებ ყურმილს
და გახლეჩ ბაგეს ბროწეულივით...
მე კი ,მოვგავარ საფლავის დუმილს
და მხანჯლავს ფიქრთა ოცეულები..
ვღელავ, მერევა სიტყვის ხმოვნები,
ხელები მრჩება შენკენ გაწვდილი...
შენ ამბობ :“მუდამ მემახსოვრები,
როგორც სიზმარი ღამით განცდილი“
შრიალებს ქარი ათასი ტყემლით,
ჩემთან იმედის გემს ვინ მოიყვანს? 
თვალის ფანჯრიდან გადმოხტა ცრემლი
და იატაკზე თავი მოიკლა.
ასე ვსაუბრობთ მე და შენ ახლა...
და ყველაფერი კარგი წავიდა...
შენც წასულხარ და ტირის სიზმარი
გადმოფრენილი ჩემი თავიდან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი