სუნთქვას აჩერებს
ფოთოლიც, თითქოს, სუნთქვას აჩერებს სული კი, ითმენს დარდის თიაქარს. მინდა ჩემივე თავის ქალაზე ტკივილის ჯიხვი ხანჯლით მივაკლა. ფოთოლიც, თითქოს, სუნთქვას აჩერებს, შრიალებს წვიმის უფერო ტოტი.. გული მთელს ტანში სისხლს მიაჭენებს, და სიმარტოვე ცხენივით მოდის... მე რა ხანია, ძლიერ მაწუხებს არშემდგარ მღვდელთა დიქტატორობა, ლიტერატურაც ისე დაწურეს... შემოქმედებით უნდათ მონობა... ღამეა. მკრთალად ბჭუტავს ნათურა, შენი თვალების მზისფერი ალიც.. ჩემში იღვიძებს ლიტერატურა, ხოლო ფოთლებში იღვიძებს ქარი... მოდი ,რომ გითხრა როგორ ცუდად ვარ და ყველაფერიც როგორ მბეზრდება.. რომ რაც დავტოვე სადღაც ბავშვობა, თეთრ მხრებზე ფრთებიც აღარ მეზრდება. მინდა სოფელიც და მიწის ბელტი, ფიქრი ფიქრს მისდევს ჩქარი მიყოლით. დედამიწაზე ცხოვრობდა ღმერთი, დღეს -კეთილ კაცსაც ვეღარ ვიპოვი. ეს ყველაფერი ქარებს ვუთხარი, ეპითეტებით ნაირნაირით.. მე ვარ მშრომელი სიტყვის ფუტკარი, და თაფლს ვაკეთებ განცდის ყვავილით. არა მსურს ხალხი და მათი ტაში, სულ თქვენი იყოს ოქროს ტახტები.. მე კი, წვიმების ღრმა სონატაში გადავსახლდები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი