ხილვის სიხარული


შენი ტანიდან ქაოსი რომ ამოფრინდება,

ჩაეფინება შენს თვალებში იასამანი,

იქნები ჩემთან და არაფრის შეგეშინდება,

შენი ვნებაა ცეცხლისფერი ფრთები მამალის,

რომელიც სულის ქანდარაზე შემოფრინდება,

შენ ალბათ, ბევრჯერ შემახსენებ საქმეს მიქარულს...

შენი თითები ზურგზე მაზის სტალაქტიტებად,

შენს პოეზიას მე დავარქმევ -ხილვის სიხარულს.

ფოთოლმცვივანი ბუჩქბალახა მწიფობს-  მალინა

და სისხლძარღვები მტკივან გულში ისევ გელიან

და შენი სული, მე რომ მიყვარს ასე ძალიან,

ქართლის მინდვრებში აფრენილი ქარის ფერია.

კრონოსის ზურგზე დაუწყლულდა მთვარეს მუხლები,

ვუყურებ ღამეს - შეცოცებულ ცაზე ტარაკანს,

ქუჩას ავყვები და ფეხებთან წვიმის ტბორები

შენი ჭიპიდან გარდამოღვრილ ტკივილს წააგავს.

ვილაპარაკოთ, ამ ღამითაც არ დავიძინოთ,

ოთხივე ქარი მთვარისაკენ როცა მოქუსლავს 

შენი თვალების ზღვაში შევალ, რომ დავიძირო,

შენს ფსკერზე ჩავრჩე ჩაძირული გემის კორპუსად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი