ქაოსის გუბე
მაფიქრებს კაფკას ,,მეტამორფოზა" და შუბლის ძვალი ტკივილმა გახრა, თითქოს, თვალებში ჩამიქრა შუქი და სიბნელიდან გიყურებ ახლა... ვარ მხრებმოხრილი და ფატალისტი, მჯერა რომ ბედმა შხამი მასხურა, ჩამიქრა ყველა პრომეთეს ცეცხლი და კულტურული- წნევის გაზქურა. ჩემს ტანს ვადარებ ქაოსის გუბეს, ფიქრის ფოთლები ქარმა მოყარა.. თუმც ვაკვირდები ყოველდღე ღრუბლებს, არ შემიძლია წვიმის მოყვანა. მთელი ქვეყანა გამხდარა ჩალა, ვსუნთქავ ხშირ-ხშირად და ვსუნთქავ ძალით.. მე ვარ ქურუმი ოღონდ სხვას არა, საკუთარ სხეულს გულს ვაჭრი დანით. ------------------------------------------- კედლებს საშინელი ბნელი მოლესვია, ღამემ მთვარისფერად ისევ შემაცია, ჩემი პოეზია, არის დაღვრემილი გულის კრემაცია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი