ჩემს სულს შემოდგომა ჰქვია


ჩემს სულს შემოდგომა ჰქვია,
ხორცი ზამთარივით ეკვრის,
გვერდით გაზაფხულად მიწევს -
ქალად გარდაქმნილი ნეკნი .
თითქოს, მეწერება რაღაც ,
სული მელანივით ვღვაროთ,
კალამს და ბულბულის ყელსაც 
ისევ ერთნაირად ვხმარობ. ,
რაც კი ,ანგელოზი ავობს ,
ფიქრის უდაბნოში ვდევნი ,
კანში ჩამიგორდა ეს მზე 
როგორც უცოდველი ცრემლი .
ჩემს სულს შემოდგომა ჰქვია,
ხორცი ზამთარივით ეკვრის,
გვერდით გაზაფხულად მიწევს -
ქალად გარდაქმნილი ნეკნი .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი