ცასაც ააქვს ტალახი
თითქოს ოკეანე ვარ, თავი ვერ გადავლახე, ჩვენი სიყვარულია ჩემთვის მეტა სამყარო, მარტო მიწას კი არა, ცასაც ააქვს ტალახი, მინდა ლურჯ ყვავილებთან თავი ნელა დავხარო. ყვავილს კი არა ვგავარ გასრესილ- ადამიანს, ხატებს ვუმზერ დაღლილი- ცაში გაჭრილ სარკმელებს, სული კი , ჰგავს იმ შარვალს ათასგან რომ გაიხა, მაგრამ რაღაც ნაჭრებით ყველგან რომ დააკერეს. .. დღემდე რომ ვარ ცოცხალი სიურეალისტური არის ასე მგონია, თან ვერაფრით ვიჯერებ. გამოფიტულ დაისებს ისევ ცრემლით ვისტუმრებ და დარდიან ლექსებზე დამცინიან ბიჭები... შორს დავითის ვარსკვლავი მოჩანს, ანუ რემფანი, მოვა ფიქრი ,რომელიც ნიღბებს მაგრად მოჭიმავს, მოვა დილა, რომელსაც ვერაფრით ვერ დაფარავ, ჩრჩილის პეპელასავით სიზმარს რომ ამომიჭამს.. აღარ მახსოვს ვინა ხარ, ან რა გქვია სახელი ამ თვალების გუმბათზე ჩამოინგრა მოწყენა, დაღლილი ვარ იმდენად ,სუნთქვას ვეღარ ვახერხებ, და მთელ ზეცას გადაგვის ერთი ცრემლი ცოცხივით.. გული- ნოე ჩხიკვაძის სევდიანი სტრიქონი ხდება, როცა ყველაფერს ეკარგება ძალ-ღონე. ალბათ , მემილიარდედ იმ სამყაროს ვიგონებ, რომელიც ვერ შევქმენი და ქარებს გავაყოლე..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი