მე და შენ
ჩემს უკანასკნელ დღეებს, ძვირფასო, მე და შენ ბოლო ღერივით მოვწევთ. უფალს მადლობა ლექსით ტანჯვისთვის, ბევრს არა, ასე ვიცოცხლებ ორ წელს. დილა ყოველთვის თეთრი არ არის, მოგონებაა შავი აისი... მაქვს ერთი წუთი დოსტოევსკივით მანამ, ჯალათი სანამ გაისვრის! ვერ აყვავილდა ჩემი ცხოვრება, ვერც ენძელებად და ვერც იებად და ურანოსის სისხლის წვეთებად დაეცა ჩემს გულს შურისძიება. შენ ვერ მომისწრებ, სულ სხვა წყევლაა ახლა ჩემს სულში და ჩემს მზერაში. მე უნდა გავხმე, როგორც ტირიფი, ჩემი ლექსების ეფემერაში. უფალს მადლობა ლექსით ტანჯვისთვის, ჩემს ტანს ყვავები რომ მოესია. თუ ღირს ამქვეყნად ტანჯვა რამისთვის, ესაა - ლექსი და პოეზია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი