მე თანახმა ვარ
შენ თეთრ კაბაში... ვდგავართ გვერდიგვერდ... და გეკითხება მღვდელი ამ დღისთვის. მზად ხარ, თუ არა, ზიდო ეს ჯვარი, მზად ხართ, თუ არა, დიდი გარჯისთვის. მზად ხარ, რომ გაკლდეს ზოგჯერ სამოსი, გენატრებოდეს უბრალო პურიც. მაგრამ რომ გქონდეს გრძნობა დიადი, ანკარა სული და სასვე გულიც. მზად ხართ თუ არა სიღარიბისთვის, გულჩათხრობილი დაძრწოდეს ქმარი. რომ გამუდმებით იყოს საფიქრეთს, ძილშიც ბორგავდეს გრძნობების ქარით. რომ უცნაური იყოს საოცრად, თუმცა გულწრფელი, არა არტისტი... იყოს ბოჰემა, მთვარის მიჯნური და დიპსომანი _ავანგარდისტი. ზოგჯერ შვილიც კი არ აღელვებდეს, არ დადიოდეს დაბლა მიწაზე. რომ დაფრინავდეს მუდამ ზეცაში. გსურთ რომ ასეთი ქმარი იწამოთ. მზად ხართ, თუ არა სიღარიბისთვის, რომ საკუთარი თავი ჯვარს აცვათ. რომ მეზობლები ჭორავდნენ თქვენ ქმარს, ამბობდნენ რომ ის არ შედგა კაცად... რომ მთაწმინდაზე ხეტიალობდეს, თბილისის ქართა უსმენდეს ქოშინს. თუმცა უყვარდეთ გაგიჟებამდე და მაინც ზოგჯერ არ ეგდოს გროშიც. და შენ თქვი სიტყვა: „მე თანახმა ვარ“ მღვდელი შეგეხო ხელის ცეცებით. და თქვა შემკრთალმა: „მაშინ თქვენ დღესვე პოეტის ცოლად აღიკვეცებით“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი