გოგოს რომელიც წვიმაში დარჩა
ვწერ და ფურცელმა დაიწყო სუნთქვა, ვამჩნევ, ლექსს რითმის ძარღვები უცემს... ის, თითქოს, ჩვილი მოწყვიტეს ამ წამს უგონო დედის სისხლიან მურცელს. მე შენ გნატრობდი, მას როცა ვწერდი, ჩვენი შვილია ეს სტრიქონები შენი თვალების ფერი გამოჰყვა, მეტაფორები.... გემახსოვრები.. არ დაივიწყო ამიერიდან, ეს ლექსი, გრძნობის პატარა ნავით, თუ არ გინდივარ, მე შემიძლია, აქვე, ამ ლექსში, დავიხრჩო თავი. მთის წყაროსავით შეგსვა მომინდა, სანამ მოვკვდები, მსურს ხმის გაცემა. შენი სიცილის მიყვარს შროშანი მიყვარს სუსტ მხრებზე თმების დაცემა, ყელთან ჩანჩქერად გარდამსხვრეული, შემონაყარი სახეს შხეფებად.. მიმაბი არმაზს, ისე დამკალი, თუ ბაგე ბაგეს შეეგებება. ეს ლექსი-მეთქი, ჩვენი შვილია, შენ დაგიწერე, მერე რა მოხდა... გთხოვ შეიყვარო, მეტაფორები შენი თვალების ფერი გამოჰყვა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი