*** (ფანტავენ ღამეთა ნახშირს)


ფანტავენ ღამეთა ნახშირს,
თანდათან გამწვანდა მიწა.
ჩეხოვის ალუბლის ბაღში,
მზე ალუბლებზე იწვა.
შენ ახლა უბიწო არტემიდე ხარ,
არ გადავიხდი ახალ პანაშვიდს
და მონატრების ციცინათელებს,
მანდ შემოგიფრენ, თეთრ ფანჯარაში.
ჯერ კი, ჩეხოვის ალუბლის ბაღში
მზე ჩანს, რომელმაც ამიყოლია...
მზე მეუბნება, რომ გადავრჩებით,
ეს მზე იმედის ემბრიონია.
ვიტან "ხმაურსა და მძვინვარებას" 
როგორც ფოლკნერი.
მსურს მზემ ამწიოს...
მე მაქვს სურვილი, რომ ჩემი ლექსი,
იების გულის ფეთქვად ვაქციო.
თმებივით ვიზრდი იმედს...
მაყრიან ღამეთა ნახშირს.
მე ყოველ საღამოს გიცდი
ჩეხოვის ალუბლის ბაღში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი