ლურჯი ზოლი


ვნახე მოკლული ჩემი სულის დაბლა დაცემა
ცისფერ ფურცელზე.
ტკივილების მწვანე ზღვებია...
ჩამწკრივებულან სტრიქონები ჯარისკაცებად
და სიმარტოვის ლუციფერებს შებრძოლებიან.
სულში მოკლული იმედები დადგნენ გორებად,
მოფრინავს ლექსი თეთრ ფურცელზე და რძნობებს ამხელს...
არ მემეტები სიმარტოვევ დასაშორებლად,
რადგან ვიცი, რომ მაშინ ლექსიც თან უნდა გაგყვეს,
რომელიც ჩემში მუდამ ფეთქავს მეტაფორებად...
მთელ ჩემს ცხოვრებას ლექსი გაჰყვა ლურჯი ზოლივით.
მინდა ვიარო_ პოეზიის შიო მღვიმელმა,
წინ...
სიმარტოვის ბნელი ქარის ტრაექტორიით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი