მზე დამიხატე


ვიცი, გაგტანჯავს, გაგაწვალებს ვნებები ხვადის,
ვიღაც დადის და გზებზე დაყრილ მზეებს აგროვებს.
მზე მიმიხატე ჩემს ფანჯრებზე და ისე წადი,
თითქოს, არასდროს არ ყოფილხარ ჩემს სიახლოვეს.
მინდა შევიკრა, ავილოკო სულში იარა,
გადავივიწყო, რაც აქამდე საშინლად მკლავდა.
ამოვიტანო მერე გული ლექსად მთლიანად,
მსურს არ შევიდე და შევჩერდე ცერბერის კართან.
შენ რა იცი და ცისქვეშეთში იმდენად მწამდი,
თუმც, აბა, ახლა რა აზრი არქვს... ღმერთიც გწყალობდეს,
მთვარეც დახატე ჩემს ფანჯრებზე და ისე წადი,
რომ მე არასდროს გაგიხსენო, არც შენ - აროდეს.
ვიღაც დადის და გზებზე დაყრილ მზეებს აგროვებს,
ვიცი გაგტანჯავს, გაგაწვალებს ვნებები ხვადის,
თითქოს არასდროს არ ყოფილხარ ჩემს სიახლოვეს,
მზე დამიხატე ჩემს ფანჯრებზე და ისე წადი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი