ლექსის სიმართლე


ქალივით ნაზი, ლაღი და სრული,
ლექსსაც აქვს თურმე ამ ქვეყნად სული.

ის ზოგი აღწევს სანატრელ მიზანს
და მერე მიდის საუფლოს მისას.

ზოგს ააქვს წამით გულები სახლად,
ზოგი კი თავად უკვდავი გახლავთ 

და დააქვს მუდამ დიდების მარში
ხო, ზოგი კვდება თოთო და ბავშვი.

ქალივით ნაზი, ლაღი და სრული,
ლექსსაც აქვს თურმე ამ ქვეყნად სული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი