ინსპირაციის წყარო


როცა უფალი დედამიწის ქმნიდა "გრაციას,"
სიკეთე იყო მხოლოდ მისი ინსპირაცია?
ხომ ამბობ ასე? ხოდა ახლა მინდა მისმინო,
რად გაჩნდა ორი ერთმანეთის საპირისპირო,
ერთი საგანი ორ თვისებას რატომ განაგებს:
ნაზია ფიფქი, მაგრამ ზვავი ანგრევს ქალაქებს.
ზოგჯერ ისეა ტალღა მუსრავს გემის სარჩულებს,
ხან ჭიქა წყალი სიცოცხლესაც შეგინარჩუნებს...
შეშა ცეცხლს გვაძლევს, უიმისოდ ყინვა დაგვჩხვლეტავს,
მაგრამ თუ ფრთხილად არ იქნები, ხეც ხომ გაგჭყლეტავს.
თუ ღმერთმა შექმნა, ედემი და გზებიც დამრეცი,
მაშ მანქანები რათ უნდოდა მათი დამლეწი?!
ნეტავ შემეძლოს აზრი ვკითხო წმინდა მამათა,
სიკეთის მერე ბოროტება რაღამ დაბადა?
კორექტირებაც ხომ უნიჭოთ სცადეს... მადროვე,
ნოეს კიდობანს ეშმაკებიც დაეპატრონნენ!
ხომ იყო ასე? სისხლით მორწყეს მერე გზა-შარა,
თუ მოსპეს... ფრთები ლუციფერმა როგორ გაშალა...
როგორ და ეშმაც შეეხიზნა ნოეს კიდობანს!
ის ცისარტყელაც ყალბი იყო და ის მშვიდობაც
იმ წარღვნის მერე. რატომ მოგვწვდა ბნელი მწევარი,
კაცი თუ ღმერთი, რომელს ეთქმის დაუდევარი?
კაცს არა მენდე, რადგან შეგვქმნეს როგორც მაჩეტე
და სისულელეს ნუღარ ამბობ დროა გაჩერდე.
არ შეიძლება ჩემი გული შენს გულს დაებას,
თავად სიკეთე სად იზამდა ამდენ ვაებას...
...და როცა ღმერთი დედამიწის ქმნიდა "გრაციას",
კეთილ-ბოროტის ბრძოლა ჰქონდა ინსპირაციათ ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი