შენ ჯოჯოხეთის ბინადარი უნდა გიყვარდეს
ქრისტეს მივდევდი ეშმაკთათვის ციდან ნამეხარს, რწმენის ჯავშანი მეცვა, როგორც ზღუდე კლდისანი და ვახტანგივით მერე,როცა მკლავქვეშ გამეხა, სწორედ იქ დამკრეს მოწამლული ეჭვის ისარი. გაგიჟდა გული, მკერდს ტორი ჰკრა ცეცხლის მფრქვეველი, რწმენამ წონაში დაიკლო და ძალამ იმჩატა. ქრისტეს მეომრად ვეღარ დავრჩი და გოლგოთაზე ჯვრის სიმძიმისგან დაქლეშილი მხრები მიჩანდა... შენ კი... ბუმბულად იქეცი და ცისკენ მიფრინავ. მზე შენს ფანჯრებზე იმედივით ტოვებს ჭიკარტებს. მე სამოთხეში, არ მგონია, ბინა დავიდო შენ ჯოჯოხეთის ბინადარი უნდა გიყვარდეს! ზეცისკენ წახვალ ანგელოზად გადაქცეული, შეეხიზნები უფალს მკერდში გულის პარკუჭად. მე პუშკინივით დავეცემი ბედთან დუელში და შენი რწმენით დაცლილ თვალებს ნელა დავხუჭავ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი