*** (გოგოს, რომელიც მიყვარდა)
ეს სტრიქონები ბევრჯერ დავხიე, ის რასაც ვგრძნობდი, ვერ გეტყვი ენით, მერე წარსული გადავახვიე და ყველა ფიქრი დავიწყე შენით. სჯობს, ოცნებაშიც რომ იყო ფრთხილი, რადგან ოცნებაც ძვირად დაგვიჯდა; ჩვენ შეგვიყვარდა წინასწარ შვილი, შვილი, რომელიც აღარ გაგვიჩნდა. დღეს მოგონებას სიზმრებად დახრის, შურისძიებით მიმზერს სიცოცხლე. ჩვენ შევიჩვიეთ წინასწარ სახლიც, სახლი, რომელშიც ვეღარ ვიცხოვრეთ. ცრის შემოდგომის ყვითელ ძაძაში, ბედი თუ დევნის, თავს ვინ დაიცავს, ვეღარ გიხილავ მორთულ ტაძარში და თეთრ კაბასაც ვეღარ ჩაიცვამ... გულს ვისვირინგებ ჩვენი წარსულით ამ ფანტაზიის ყველა ნაყოფით. სივრცეც ცივია და დათარსული, მახრჩობს ოთახში ბნელი სამყოფი. სევდის მაგივრად, ზეცას ვეშვილეთ, არ დაგვარჩენდა ფსკერზე მარტოებს, დღეს მეშინია წამის, როდესაც ამ მოგონების ძალაც დამტოვებს. ვერ გამოვდექი ბედთან არესი, ყველა იმპულსი მინდა დაიწვას, ალბათ, მომიწევს სხვისი ალერსი, იმ თეთრ კაბასაც ის სხვა ჩაიცვამს. მალე ვერ მივხვდი ფინალურ დრამას, ვიცი, შენს ვარსკვლავს ვეღარ მივწვდები, ვგრძნობ, შენი შვილიც სხვას ეტყვის მამას, შენც მის მკლავებში დაგავიწყდები. მე ვერ ავიტან ამ აპათიებს, მძულს თვალთმაქცობის ჭრელი ხალათი. ჩემი ბრალია და მაპატიე, გთხოვ მაპატიე ბედთან ღალატი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი