ქალბატონი წვიმა
გამეღვიძა... ფანჯარაზე ხმაა ტოტის, რა ხანია, დღეებს ვითვლი ღრუბლიანებს დილის გზაზე ქალბატონი წვიმა მოდის, ლამაზ ტანზე ქარის კაბა უფრიალებს. სველ ხელებში იის კონა უკავია, ფიქრი სევდის ფუტუროდან დამასია, გაშლილ მხრებზე წამოუსხამს გაზაფხული და იმ ბერძენ თეტიდაზეც ლამაზია. მაღალ ყელზე ვარსკვლავები მოუხსნია, მანონ ლესკოს ვნება უგავს ოკიანეს ... მოვა მერე მომიწვება თბილ ლოგინზე და ჩემს სახლში სევდას მოიმშობიარებს.. უკვე მღვიძავს... ფანჯარაზე ხმაა ტოტის, რა ხანია, დღეებს ვითვლი ღრუბლიანებს დილის გზაზე ქალბატონი წვიმა მოდის, ლამაზ ტანზე ქარის კაბა უფრიალებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი