ისევ შენ
ვნება თოვლივით ავაგუნდავეთ და ვგრძნობთ გვიპირებს წალეკვას სასტიკს . ოთახში გვესმის ვივალდის ბგერა, ამ ოთახს შენი სურნელი ასდის . ოთახში ჩნდება ნაბიჯი მთვარის , წარმტაცე გული - ოქროს საწმისი . შენა ხარ ჩემი ოცნების ფერი და ჩემი ყველა გრძნობის საწყისიც ... მეხვევიან და მაცლიან ძალას შენი მკლავების თეთრი გველები . მე შენი სუნთქვის კარავი მფარავს და ისე მსურხარ, თავს ვერ ვერევი. და მესმის შენი პულსის სიხშირე, მზით რომ გამითბე ყოველი კვირა... გულს ამოვიგლეჯ და წარმართივით შენს სიყვარულის ბომონზე ვწირავ .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი