წვიმის და ქარის პოეზია


ყალბი კიდობანი ისევ ნოესია ...
ეჭვის ჭიანჭველა სულსაც მოესია ...
გესმის ფანჯრებიდან ქარის ამაპოლა ?
ახლა ეს წვიმაა ჩემთვის პოეზია!
ფიქრის აბლაბუდა ოთახს მოვაქსოვე ,
ცაში გაბუტული ღმერთი დააბოტებს .
იცი, რომ არ ვწერო - "ლომკა" დამეწყება
ლექსით ყველა გრძნობა ისე გაალოთეს!
ყელში ამოვიდა ყოფნა ქაოტური ,
მარაზმს აჩვენებენ ყველა მედიათი .
რატომ, რა მინდოდა, როცა ქაოსიდან
უგვან დედამიწას შემოვხეტიალდი ?!
იცი ძნელი არის, როცა უმიზნოდ ხარ.
აი, კვლავ ღამდება, აი გარეთ ხე დგას...
ქარი იმდენს ივლის ალბათ ამაღამაც,
სანამ სიარულით ქუსლებს დაიხეთქავს .
დავწვი ბოდლერი და რემბოს სონატები ,
ეჭვის ჭინჭველა რომ ჩემს სულს მოესია .
გესმის ფანჯრებიდან ქარის ამაპოლა ?
მხოლოდ ეს წვიმაა ჩემთვის პოეზია !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი