ისე უბრალოდ
ისე,უბრალოდ გამახსენდით, ისე, რატომღაც , შემოდგომა რომ ხმელ ფოთოლზე წერდა ავტოგრაფს ... მე თქვენში მახსოვს სიყვარული, ველური გზნება , მოხვედით, მახსოვს, ქოლგასავით გაშალეთ ვნება და თქვენი კოცნის მორევიდან თავს ვერ ვაღწევდი , არ მომხვედრია მე ეროსის ტყორცნა არცერთი, მხოლოდ თქვენ გენდეთ, მეტაფორებს კაბად გაცმევდით . რა სულელი ვარ, მე ხომ ვიცი რატომ დამშორდით , ჩემით გაერთეთ როგორც ბავშვი სათამაშოთი . ასე ვფიქრობდი მთელი ღამე იცით წუხელის , სხვამ დაიდგას-თქო, მისი ყალბი გრძნობის უღელი . მე მართალს გეტყვით და თუ გინდათ მერე იცინეთ ; სწორი ხართ, რადგან ლექსის ლოთი ჩამოიცილეთ . არ მომენატრეთ! ამ ლექსს გიწერთ ისე, უბრალოდ . ეჰ, თქვენ ვერ შეძლებთ, ჩემს გულს კიდევ რამე უბრძანოთ . ისე უბრალოდ გამახსენდით, ისე, რატომღაც , შემოდგომა რომ ხმელ ფოთოლზე წერდა ავტოგრაფს ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი